თამარ ჩუგოშვილი - საერთაშორისო საზოგადოება გაფაციცებით აკვირდება არჩევნებს და დარღვევების შემთხვევაში, ხელისუფლება იქნება ერთადერთი, ვისაც პრობლემები შეექმნება

ძალიან გაფაციცებით აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება ამ არჩევნებს და მნიშვნელოვანი დარღვევების შემთხვევაში ხელისუფლება იქნება ერთადერთი, ვისაც პრობლემები შეექმნება,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, სექტემბერი და ოქტომბერი იქნება უფრო დაძაბული, ვიდრე წინა პერიოდი.

„ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია გადასულია საარჩევნო რეჟიმში, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და როგორც ხელისუფლება, სამთავრობო და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ყველაფერს რასაც გააკეთებენ, გააკეთებენ მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს კარგა ხანია ჩანს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

მან საარჩევნო კოდექსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქაც როცა საუბარია სანქციებზე, მიდგომა იქნება შერჩევითი.

"სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საარჩევნო პაკეტზე მუშაობა და რა საჭირო იყო ასე ცალკე, ამოვარდნილად ამის ინიცირება, ვერ მივხვდი. ყველა ეს ქმედება, რომელიც ამ კანონპროექტშია მოცემული, ისედაც წარმოადგენს დასჯად და უკანონო ქმედებას. პრობლემა ჩვენ იმაში კი არ გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის ზომები არ გვაქვს განსაზღვრული, პრობლემა იმაშია, რომ აღსრულება არ ხდება კანონის და თანასწორად არ არის გამოყენებული ყველა პირის მიმართ, გვაქვს შერჩევითი მიდგომა. ზოგიერთი პარტია არ აგებს პასუხს ასეთ დარღვევებზე, როცა სხვები აგებენ. პასუხისმგებლობა რომ გამკაცრდეს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუმცა, პრობლემა სანქციების ზომაში და სასჯელის ტიპში არ არის პრობლემა, პრობლემა არის იმაში, რომ არ სრულდება კანონები, რომლებიც გვაქვს,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო