ირაკლი კობახიძე - როცა ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს იპარავ, ადამიანებს აწამებ, კლავ, ქვეყნის 20%-ს აბარებ, ეს ყველაფერი სააკაშვილს არ შერჩება!

შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ასეთი უმძიმესი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა და დასჯა, კობახიძე აცხადებს, რომ „ამას ჰქონდა თავისი მიზეზები, თუმცა ეს დღე აუცილებლად დადგება“

„როდესაც იპარავ ასეულობით მილიონს ბიუჯეტიდან, ადამიანებს აწამებ, კლავ, შენი ქვეყნის 20%-ს აბარებ, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არ შერჩება მიხეილს სააკაშვილს. მართლმსაჯულება მის მიმართ აუცილებლად აღსრულდება. ის არის აღიარებული კრიმინალი და ეს აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ყველაფერს აქვს თავისი კანონზომიერება. ძალიან ხშირად იცდიდა მართლმსაჯულება სხვადასხვა შემთხვევაში, მაგალითად, გერმანიაში ფაშისტების მიმართ ხშირად ათწლეულების შემდეგ დადგა განაჩენი. ამ შემთხვევაშიც შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს ამ ყველაფერს. სამართალი აუცილებლად იზეიმებს და ასეთი უმძიმესი დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „ძალიან მძიმეა“, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ევროპულ საქართველოს“ შესაბამისად 12%, 5% და 3%-იან რეიტინგი აქვთ.

„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, რომ კვლავაც 12% აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", 3% აქვს "ევროპულ საქართველოს". ასევე ისიც, რომ 5% აქვს "პატრიოტთა ალიანსს", თუმცა თანდათანობით ეს სურათი შეიცვლება და დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით შემდეგი არჩევნების შემდგომ უკვე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სურათი თვისებრივად გაჯანსაღდება“,-აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო