მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პირს, არ დავტოვოთ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის

მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პირს, არ დავტოვოთ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა, რომ საარჩევნო კამპანია სპეკულაციების გარეშე წარიმართოს.

„ყველაზე სწორი გზავნილი იყო ჩვენი პარტიის მხრიდან პარტიის შტაბის ხელმძღვანელის პირველივე ბრიფინგი, როგორც კი ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია. მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს და საარჩევნო მარათონში ჩართულ ყველა პირს, არ დავტოვოთ არანაირი სივრცე სპეკულაციებისთვის და ეს ორი თვე ჩავატაროთ ისე, რომ კითხვის ნიშანიც კი არსად დარჩეს არჩევნების დემოკრატიულობასთან, თავისუფალი ნების გამოხატვასთან დაკავშირებით, ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, მაგრამ მოგეხსენებათ, მხოლოდ მმართველი პარტიის პასუხისმგებლობა არ კმარა იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია სპეკულაციების სივრცის გარეშე ჩატარდეს. ამაში არის ოპოზიციის პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ, მათაც მოვუწოდებთ, რომ სახელმწიფოს, ქვეყანას დაუდგნენ გვერდით, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდეს უპრეცედენტოდ დემოკრატიულად და ისე, რომ ჩვენმა ქვეყანამ არჩევნების ჩატარების მაღალი ხარისხით იამაყოს“, - განაცადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა