ირაკლი კობახიძე - „პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთი ბნელი მედლის ორი მხარეა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდი სრულად გამორიცხავს ნებისმიერ პარტიასთან კოალიციის შექმნას. როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა" არიან „ერთი ბნელი მედლის ორი მხარე“ და ერთად აკეთებენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში.

„კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. ასეთია დღევანდელი სურათი. დარწმუნებული ვართ, საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე ჩვენ ავიღებთ ბევრად მეტს, ვიდრე 50 პროცენტია. შესაბამისად, ჩამოვაყალიბებთ სტაბილურ საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენ გამოვრიცხავთ ნებისმიერ კოალიციას როგორც „ნაცმოძრაობასთან" და მის სატელიტებთან, როგორიც არის „ევროპული საქართველო", „ლეიბორისტები", „გირჩი" და ა.შ. ასევე, „პატრიოტთა ალიანსთან", ბურჯანაძესთან და პრორუსულ პარტიებთან, რომლებიც დღეს არიან ამ ე.წ პროდასავლური პარტიების ძალიან მყარი პარტნიორები.

ძალიან დიდ შუაშია ერთმანეთთან „პატრიოტთა ალიანსი" და „ნაციონალური მოძრაობა". ისინი არიან ერთი ბნელი მედლის ორი მხარე. ისინი ერთად აკეთებენ წლების მანძილზე რუსულ საქმეს საქართველოში და ეს არის მათთვის საერთო, სწორედ ამის გამო სხედან ისინი ერთ მაგიდასთან. ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას", მის სატელიტებს, „პატრიოტთა ალიანსს" და ბურჯანაძეს. ისინი გაერთიანებულები არიან რუსული საქმის გარშემო",- განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო