ადვოკატი - პოლიციელი, რომელიც ლისის ტბაზე ბავშვს დაეჯახა, ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაშია და სასამართლოსთვის რაიმე შეღავათის მიღების მოთხოვნას არ აპირებს

სამართალდამცავი ირაკლი ცომაია, რომელიც ლისის გზაზე პატრულის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, აცხადებს, რომ ბავშვი გვიან დაინახა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცომაიას ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი აღნიშნავს, პოლიციელი ფსიქოლოგიურად ცუდ მდგომარეობაშია და ის სასამართლოში რაიმე შეღავათის მიღების მოთხოვნას არ აპირებს.

„გარდა იმისა, რომ მომხდარ ტრაგედიას ძალიან განიცდის და ცუდად არის, სხვა პოზიცია არ გააჩნია. როცა დავინახე, უკვე გვიანი იყო და დავეჯახეო, ამბობს - მეტს არაფერს. გადაჭარბებული სიჩქარით არ მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ახსოვს... იმ მომენტში ბავშვი მარტო იყო, მერე უკვე ძალიან მალე მშობლებმაც მოაკითხეს, როგორც ჩანს, ერთად იყვნენ, უბრალოდ, მშობლებს გამოასწრო. ყველა დეტალი ჩვენც არ ვიცით ჯერ. იმ წუთას ამ დეტალების გასარკვევად არავის ეცალა.

სასამართლოში რა პოზიცია ექნება არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის იმ ვითარებაში, რომ რაღაც საშეღავათო გადაწყვეტილებები ეძებოს, ამის ხასიათზე ნადვილად არ არის“, - აცხადებს ყავლაშვილი.

ირაკლი ცომაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

ცნობისთვის, შემთხვევა 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა, რა დროსაც, ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს