არჩილ თალაკვაძის თვითიზოლაციაში გადასვლის გამო, პარლამენტის  საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა ვიცე-სპიკერმა გახსნა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა საქართველოს ჰიმნის თანხლებით გახსნეს. სხდომას 95 დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანხმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.

პლენარული სესია განცხადებებით დაიწყო, ამ წუთებში დეპუტატებს უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი მიმართავს.

დღეს სხდომას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გიორგი კახიანი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა