რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხი სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიონ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” და „პატრიოტთა ალიანსი” არის ერთი ორგანიზმი ორი სხვადასხვა სახელით.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხი სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიონ, ხოლო აუდიტის სამსახურთან ამ საქმის გადამისამართება, დეპუტატის შეფასებით, ნიშნავს „საქართველოს მთავრობის მონაწილეობას ამ საქმეში და საკუთარი კვალის დაფარვას”.

„აუდიტის სამსახური არ არის საგამოძიებო ორგანო, ის არ იკვლევს ფულის წარმომავლობას და „შავი ფულის“ წარმომავლობას, ეს არ შედის მათ კომპეტენციაში და არც შესაფერისი ინსტრუმენტები აქვთ.

ეს პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, მაგრამ მან გადაამისამართა ეს საკითხები აუდიტის სამსახურისაკენ და „ხელი დაიბანა“. გადაეფარა ამ პარტიას, რომელიც „ქართული ოცნების” მეორე მხარეა, მედლის მეორე მხარე, რომელიც უფრო ღიად და დაუფარავად მოქმედებს რუსეთის სასარგებლოდ, განსხვავებით “ქართული ოცნებისაგან”, რომლებიც თავიანთი ჭკუით, უფრო შეგნებულად მოქმედებენ, მაგრამ არ გამოსდით, იმიტომ, რომ უკვე უამრავ საქმეში იჩინა თავი, სულ ბოლოს კი რუსეთის სასარგებლოდ ანაკლიის პროექტის ჩაძირვაა”,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ის აღნიშნავს, აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის” მიერ განთავსებული ბანერი ამ პარტიის არჩევნებიდან მოხსნის საფუძველია.

„ნებისმიერ პარტიას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ კანონის საზღვრებში. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საერთაშორისო შუღლის ჩამოგდება ისჯება, ამიტომ არსებობს ყველა საფუძველი, რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია მოიხნას არჩევნებიდან“, - განაცხადა გოცირიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს