მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - როგორც იქნა, „ნაცმოძრაობის“ ბელადმა წლების შემდეგ თავად აღიარა უმძიმესი დანაშაულები

“როგორც იქნა, მიხეილ სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი განცხადებით აღიარა რომ ქვეყანაში მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა.

„როგორც იქნა, ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები. თუ მიაქციეთ ყურადღება, ბოლო წლების განმავლობაში, რაც ის აღარ არის ხელისუფლებაში, პირველად გაბედა და გამოიყენა ფრაზა - „უმძიმესი შეცდომები“. იმას რასაც აქამდე უბრალოდ შეცდომებს არქმევდნენ, სინამდვილეში არის ძალიან მძიმე დანაშაულები, რომელზეც განაჩენია დამდგარი სასამართლოს მიერ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცნობილი რეზოლუციის მხარდაჭერით ჩაიდინა ღალატი, როდესაც ქართველ სამხედროებს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ ომის დაწყება დააბრალა, სწორედ ეს აღიარა იმ დღეს თავის ვიდეო-კლიპში მიხეილ სააკაშვილმა.

მან აღიარა, რომ მოჩვენებითი განვითარება მიდიოდა ამ ქვეყანაში და შემდეგ აღმოაჩინა ხალხმა, რომ თურმე 34-დან 30%-მდე შემცირებულა სიღარიბე. თურმე, განვითარება ყოფილა ფასადური, ის რაღაც მშენებლობები ყოფილა ფასადური, რამდენიმე იმდენად „გააპიარეს“ რომ მოჩვენებითი, დროებითი წარმატება შეუქმნეს მოსახლეობას. ადამიანის უფლებები იმდენად იყო „დაცული“ რომ როდესაც სამზარეულოში გადიოდა ოჯახის წევრი, ტელეფონს მეორე ოთახში ტოვებდა რამე რომ არ წამოცდენოდათ, რისთვისაც მერე პასუხისმგებლობაში მისცემდნენ, ან აწამებდნენ. ეს ყველაფერი აღიარა მიხეილ სააკაშვილმა და უბრალოდ, ამას დაარქვა „უმძიმესი შეცდომები“ და არა უმძიმესი დანაშაულები, რაც კიდევ უფროს სწორი იქნებოდა.

მისი სატელიტები, ის ადამიანები, რომლებიც ამ უმძიმესი დანაშაულის და უმძიმესი შეცდომების აღმსრულებლები იყვნენ, დღეს და გუშინ ამ უმძიმეს შეცდომებზე თუ დანაშაულებზე ვერ ბედავენ მას პოლიტპატიმარი თუ პოლიტდევნილი დაარქვან.

ხომ ვიცით რომ ბელადი იყო. ვინც დღეს ოპოზიციაშია, მათი უდიდესი ნაწილი ამ მძიმე დანაშაულების შემსრულებელი იყო. დაკვეთის შემსრულებლები ვერ ბედავენ მიხეილ სააკაშვილს პოლიტდევნილი დაუძახონ. ვერ ბედავენ რამდენიმე საქმის სატრასბურგში გასაჩივრებასაც. ვერ ბედავებ რეალური პასუხის გაცემას, რატომ დაუჭირეს მხარი ისეთ მოცემულობას, სადაც ქართველ ჯარისკაცებს ბრალდებოდათ ომის დაწყება, შემდეგ კი ისტერიულად დასდევდნენ კორიდორებში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მათ შორის, ჟურნალისტები, თუ ვინ დაიწყო ომი. 10 წელი ალაგეს ეს მესიჯი ღალატი რომ არ აღმოეჩინათ. ბოლოს მან, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა რომ ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები, არ გაინტერესებთ რა იყო მიზანი?! მიზანი იყო ხმების მოპოვება და არა სინანული და გულწრფელი ბოდიში ქართული საზოგადოების წინაშე. არჩევნების წინ, ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას. ამ მიზნით, როგორც იქნა წამოცდა და აღიარა უმძიმესი შეცდომები და დანაშაულებები. ამის შემდეგ კიდევ ბედავენ საუბარს რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება პოლიტიკური დევნილი იყოს. მათ გარდა, ამას აღარავინ საუბრობს არც ამ ქვეყანაში, არც ამ ქვეყნის გარეთ.

ჩემი აზრით, ყველას უნდა მოეკითხოს პასუხი, ვინც მიხეილ სააკაშვილის მესიჯებს ახმოვანებს და „აპრავებს“. რას იტყვიან მას შემდეგ, რაც მათმა ბელადმა თავად აღიარა წლების შემდეგ უმძიმესი შეცდომები და დანაშაულებები?!“-განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს