ენერგოომბუდსმენის სამსახური საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს

ენერგოომბუდსმენის სამსახური საინფორმაციო პოსტერებს გამოაქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, პოსტერების შინაარსი ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისგან იქნება შედგენილი, რომლითაც მომხმარებლებლები ინტერესდებიან.

„თანამედროვე საზოგადოება მოითხოვს მეტ კომუნიკაციას, ხოლო ვიზუალური აღქმა ეხმარება მათ სამომხმარებლო ცოდნის განვითარებაში, სწორედ ამიტომაც ვიზუალურად აღქმადი საინფორმაციო პოსტერები სისტემატურად გამოქვეყნდება ენერგოომბუდსმენის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ფეისბუქზე. მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს ენერგოომბუდსმენის აპარატის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საქმიანობას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაში, მაგალითად, აქციების ორგანიზებაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ შეხვედრებსა და უშუალო კომუნიკაციაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს