დიმიტრი ხუნდაძე - ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და შესაბამისად, ზოგი დახმარება არჩევნებამდე იქნება, ზოგი - შემდეგ

პრაქტიკულად, ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და შესაბამისად, ზოგი დახმარება არჩევნებამდე იქნება, ზოგი - შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არ არის საარჩევნოდ პირობადებული დახმარება, - ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ყველა დახმარებაზე სპეკულირებს, თითქოს, ეს საარჩევნოდ კეთდება, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არაა.

„ჯერ კიდევ 2012 წელს შემოვიტანეთ სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი და დღემდე ვცდილობთ მოვიცვათ ყველა სეგმენტი. რა თქმა უნდა, სიღარიბე ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. პრაქტიკულად, ქვეყანაში ყოველ წელს არჩევნებია და შესაბამისად, ზოგი დახმარება არჩევნებამდე იქნება, ზოგი - შემდეგ. დახმარების გაცემის დროს არავითარი წინასაარჩევნო თუ არჩევნების შემდგომი ვალდებულება არ არსებობს. ეს არ არის საარჩევნოდ პირობადებული დახმარება. ეს არის დახმარება იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა და არა ისე, როგორც იყო. წინასაარჩევნო პერიოდში როცა სჭარბობს სოციალური თემატიკით სპეკულირება, მე ვფიქრობ, ეს არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობას. ძირითადად მივმართავ იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომელსაც ეს ხელეწიფება და რომელთაც 2012 წლამდე სოციალური ჯგუფები გამოყენებული ჰყავდათ წინასაარჩევნოდ ხმების სანაცვლოდ გაცემული სოციალური დახმარებებით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა