დღეიდან „ევექსი ჰოსპიტლებმა“ სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უპრეცედენტო შეთავაზებები დაიწყო

ევექსი ჰოსპიტლების ახალი კამპანია - ჯანმრთელობის კალენდარი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი კამპანია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის საჭირო პროფილის წამყვან სპეციალისტებთან ვიზიტი უფასოდ დაგეგმონ, ხოლო ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ კვლევებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება მიიღონ.

„ჯანმრთელობის კალენდარი ყოველთვიურად განახლდება და „ევექსი ჰოსპიტლების“ სამედიცინო ცენტრები ქვეყნის ექვსი რეგიონის მოსახელობას კვირის განსაზღვრულ დღეებში სხვადასხვა ბენეფიტს შესთავაზებენ.

ყოველი თვის დასაწყისში ჯანმრთელობის კალენდარში შემავალ ბენეფიტებზე დეტალური ინფორმაცია www.sheniprograma.ge - ზე განთავსდება, ხოლო სასურველი სერვისის მისაღებად მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ჩაეწეროს სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 600 600.

ეს არის „ევექსი ჰოსპიტლების“ მიერ ინიცირებული „სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამის“ მესამე ეტაპი, რომელიც კომპანიამ ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის ფონზე მოსახლეობის მხარდასაჭერად შეიმუშავა.

„ევექსი ჰოსპიტლები“ განაგრძობს სამედიცინო მხარდაჭერის პროგრამაზე მუშაობას და მომხმარებლებს მათ საჭიროებაზე მორგებულ კიდევ ბევრ სამედიცინო სარგებელს ეტაპობრივად შესთავაზებს“, - ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა