აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს რომლის თანახმად, დღეს აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

„2020 წლის 1 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 127 860 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.170 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში, “ -აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს