გიორგი ვაშაძე - დარღვეული შეთანხმებების მიუხედავად, „ნაცმოძრაობას“ ჩვენთან კოალიციაში ვხედავ, ამ კოალიციის პრემიერობის კანდიდატი მე ვიქნები, მორჩა და დამთავრდა!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.

„თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩამოვიდეს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. მორჩა და დამთავრდა. მე არ ვარ კომენტატორი, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარის კომენტარი? - წადით და მის პარტიას ჰკითხეთ. ჩემს მოსაზრებას გეუბნებით, რომ მიუხედავად დარღვეული შეთანხმებებისა, ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან ერთად კოალიციაში. ამ კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიქნები მე, მორჩა და დამთავრდა!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო