სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს ხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ადვოკატს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველს ყველანაირ ინფორმაციას მიაწვდიან და ყველა ინსტანციას გამოიყენებენ, რათა სიმართლე დადგინდეს.

„საერთოდ არანაირი პასუხი არ აქვს გამოძიებას. ექსპერტიზის დასკვნა იქნება თვის ბოლოსო და არც ეგ არის - არც ერთ კითხვაზე არ აქვთ პასუხი. ის მანქანა, რომელიც ჩვენს სახლთან მორიგეობდა, მაგის კადრებიც გააქრეს და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ყველაფერს სპეციალურად აკეთებენ. სახალხო დამცველთან შეხვედრა იმიტომ გვინდოდა, რომ მე ყველა ინსტანციას მოვივლი სიმართლის დასადგენად”, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სახალხო დამცველი მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციების შესაბამისად რეკომენდაციებს გასცემს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

იხილეთ ვიდეო: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი სახალხო დამცველს შეხვდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს