გიგა ბოკერია - ივანიშვილის გუნდის რიტორიკა მორიგი ფარისევლობა და უტიფრობაა, ამბობენ, რომ მშვიდობა უნდათ, თან დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ

ბიძინა ივანიშვილის გუნდის რიტორიკა მორიგი ფარისევლობაა და უტიფრობა“,- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ინტერპრესნიუსთან“„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახაძის განცხადებას, სადაც ის პარტიებს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით აწარმოონ საარჩევნო კამპანია და თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპონენტების მიმართ არაკომპეტენტურ კომენტატორობაზეა ფოკუსირებული.

„ხელისუფლებაში მყოფი გუნდი, რომელიც მუდმივად საუბრობს ოპონენტების დემონიზაციაზე და ქედმაღლურად არიგებს ჭკუას საზოგადოებას, არავის ნდობას არ იმსახურებს.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანა ასეთ ჩიხშია შესული ერთი-ორი სიტყვით უთხრას მოსახლეობას რას აპირებს, როგორ გამოვა ამ ჩიხიდან, როდის შემცირდება სიღარიბე, როგორ შექმნიან სამუშაო ადგილებს, როგორ დაიცავენ მოსახლოებას კრიმინალისგან, რას შეცვლიან მართლმსაჯულების საკითხში. საქმე იმაშია, რომ მათ ამ პრობლემების მოგვარების უნარი და ხედვა არ აქვთ. ბიძინა ივანიშვილის გუნდი მთლიანად არის ფოკუსირებული ოპონენტების ბინძურ, არაკომპეტენტურ კომენტატორობაზე. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, თუ რატომ არის ეს ხალხი ჩამოსაშორებელი მშვიდობიანი არჩევნების გზით. თვითონ არიან ძალადობის წამახალისებლები, ყველა სტანდარტს არღვევენ, რაც დემოკრატიას და მოქალაქეებს სჭირდება, ამასთან ერთად, მეორე ხელით სხვებს მოუწოდებენ კარგად მოიქცნენ. ფილმია „მარსი გვიტევს“, სადაც ჩანს როგორც უტევენ დედამიწას უცხოპლანეტელები, ლოზუნგი აქვთ მშვიდობით მოსვლა და თან კლავენ ხალხს, სიმბოლურად, მაგათ მაგონებენ. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამბობს, რომ მშვიდობა უნდათ, თან კი დარბევას და ძალადობას აორგანიზებენ“,-განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა