თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ გვერდზე თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გაავრცელა.

„დაკავებულია თურქეთში ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ ე.წ. ემირი“, – წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

თურქეთმა „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტულ დაჯგუფებად 2013 წელს გამოაცხადა. იმ დროიდან დაჯგუფების წევრები ქვეყანაში ტერორისტულ თავდასხმებს დროდადრო აწყობენ, რის შედეგადაც, ოფიციალური ანკარას ინფორმაციით, დაღუპულია 315 და დაშავებულია ასობით ადამიანი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს