ანრი ოხანაშვილი - მსჯავრდებულმა სააკაშვილმა „ნაცმოძრაობას“ ძალიან მაგარი რამ ჩაუტარა

„ნაციონალურ მოძრაობას“ „ძალიან მაგარი რამ ჩაუტარა მათმა მსჯავრდებულმა სააკაშვილმა,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ქართველი ხალხისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ განაცხადა.

„მთელი ეს პერიოდი აძახებინა, რომ ქვეყანას ვაშენებდითო და ორიოდე დღის წინ მათი ბელადი, მსჯავრდებული სააკაშვილი გამოვიდა და პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა ვითომ ბოდიშის ფორმით. ძალიან მაგარი რამ გაუკეთა თავის წარმომადგენლებს, ამიტომ არიან წამხდრები ეს ადამიანები. მთელი პერიოდი ე.წ. გაპრავება გააკეთებინა საკუთარ ჯგუფს, რომ თითქოს ისინი ქვეყანას აშენებდნენ. ეს ხალხი ერთი მხრივ რუსულ ინტერესს ატარებენ, მეორე მხრივ, შენიღბულად ამბობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგი არიან“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს