სერგეი ლავროვი - სიცრუეა დასავლეთის ბრალდება, რომ ნავალნის საქმეს არ ვიძიებთ

დასავლეთის ქვეყნები გვადანაშაულებენ, რომ ალექსეი ნავალნის ჰოსპიტალიზაცისთან დაკავშირებულ საქმეს არ ვიძიებთ, ეს სიცრუეა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის დღესვე დაიწყო წინასაგამოძიებო მოკვლევა.

„გვთხოვენ, ომსკელმა მედიკოსებმა დაუყოვნებლივ წარადგინონ დასკვნები და რომ ნავალნის კომის გამოძიება ჩავატაროთ. როგორც გახსოვთ, ის ომსკში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ჩვენმა დასავლელმა კოლეგებმა უკვე ატეხეს განგაში იმის თაობაზე, რომ საქმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ის გერმანიაში ერთ კვირაზე მეტია იმყოფება, თუმცა გერმანელ მედიკოსებსაც არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. მეტი დროა საჭირო, თუმცა მათთვის მოთხოვნა არავის წაუყენებია, არავის დაუდანაშაულებია ისინი სიმართლის დამალვაში,“- განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს, როდესაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში ცუდად გახდა, ამიტომ თვითმფრინავი ქალაქ ომსკში იძულებით დაეშვა. მოგვიანებით, ნავალნი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა