ანრი ოხანაშვილი - გიორგი კანდელაკს შეიძლება ჰგონია, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში როგორც ხდებოდა აღებ-მიცემობა, მეგობრობა, ასე შეიძლება მოხდეს დღესაც

გიორგი კანდელაკს შეიძლება ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში როგორც ხდებოდა აღებ-მიცემობა, მეგობრობა, ასე შეიძლება მოხდეს დღესაც, - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას ფრენებთან და კარანტინთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ტყუილია ის, რომ კატანტინთან დაკავშირებით ვინმე პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობს.

„დღეს ჩვენ პარლამენტის ტრიბუნიდან ზოგიერთი ვაი პოლიტიკოსის მხრიდან ოპოზიციური ჯგუფებიდან ბევრი ტყუილი და ჭორაობა მოვისმინეთ, მე მათ ახლა ჭორაობაში არ ავყვები, ვერ ვაჯობებთ, იმდენად გაწაფული არიან ჭორაობაში და არც ღირს. კანდელაკს შეიძლება ჰგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პირობებში როგორც ხდებოდა აღებ-მიცემობა, მეგობრობა, ასე შეიძლება მოხდეს დღესაც. ამ პერიოდს დაესვა წერტილი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ თავის დროზე და როგორც ჩანს, დღესაც, კანდელაკი, "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და ვირუსი არიან ერთ მხარეს და "ქართული ოცნება", ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები არიან მეორე მხარეს, ისინი დგანან ვირუსის მხარეს, მათ სურთ ქვეყანაში მივიღოთ უკონტროლო ვითარება, მეტი ინფიცირებული - ეს ჩანს მათი განცხადებებიდან, ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვმართავთ ამ პროცესს და გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აღიარება, ეს არის ობიექტური მოცემულობა. კანდელაკის ჭორაობის გამო ჩვენ საზოგადოებას განსაცდელის წინაშე არ დავაყენებთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ფრენებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა იმით არის განპირობებული, რომ მათ ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება არ სურს. მისივე თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სხვა ქვეყნებიდან საქართველოში კარანტინის გვერდის ავლით ბრუნდებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო