მაშველებმა, აგვისტოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 170 ადამიანი გადაარჩინეს, რომელთა შორის 48 არასრულწლოვანია

აგვისტოს განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აქედან 23 ადამიანი 4 - ბალიანი შტორმის დროს გადაარჩინეს. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია.

ამასთან, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვნეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს