გლდანის რაიონში 15 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასართობი სივრცე ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა.

კერძოდ, როგორც „ ინტერპრესნიუსს “ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, ბავშვთა გასართობი ზონები შვიდ მისამართზე მოეწყო, ახლახანს კი, რვა მისამართზე დასრულდა: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ.

„პროექტის განხორციელების შედეგად, ატრაქციონები და სკვერისთვის საჭირო ინვენტარი დამონტაჟდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ ექსიმ მეიდ “ განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან 15 სკვერის მოწყობისთვის 274 645 ლარი დაიხარჯა.

სამუშაოებს რამდენიმე მისამართზე გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო “,-აღნიშნავენ დედაქალაქის მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო