ლევან კობერიძე - „ოცნებამ” იმდენად მოკავშირედ გაიხადა კორონავირუსი, რომ ვირუსმაც სიყვარულით უპასუხა და „ქართული ოცნების” ოფისიდან დაიწყო პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება

ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატის ლევან კობერიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” აპირებს საარჩევნო კამპანია კორონავირუსთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩაატაროს.

როგორც კობერიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი „ქართულ ოცნებასთან” ერთად პოლიტიკურ წარსულში უნდა გადავიდეს.

„ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების” ერთადერთი მთავარი პოლიტიკური ინსტრუმენტი არის სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში, ეს დაპირება და ამაზე გულზე მჯიღის ცემა და განცხადებების გაკეთება. არ არის ეს ადამიანებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი, არ არის ეს ადამიანების ყველაზე მთავარი საზრუნავი და სატკივარი. არანაირად “ქართულ ოცნებას” ეს ტრიუკი კიდევ ერთხელ არ გაუვა, რადგან არიან ისეთი ახალი პარტიები, როგორიცაა “ლელო საქართველოსთვის”, - განაცხადა კობერიძემ.

როგორც ის აცხადებს, “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიისთვის ადმინისტრაციულ რესურსს სრულად იყენებს.

„წინასაარჩევნო გარემო არ მოასწავლებს არაფერს კარგს. წინასარჩევნო კამპანია „ქართულ ოცნებას” უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს ამომრჩევლის ბიუჯეტის ხარჯზე მოსყიდვის გზით. ჩართული ყავს ძალოვანი სტრუქტურები და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ჩვენი კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრის დროს უამრავი ფაქტია დაფიქსირებული, როდესაც გამგეობის, მერიების წარმომადგენლები მიდიან მოსახლეობის ზეწოლის და დაშინების მიზნით. ადმინისტრაციული რესურსი, შეიძლება ითქვას, სრულად არის ამოქმედებული. კორონავირუსის თემას საბოლოოდ თავისთვის იყენებენ. ხუმრობით ვიტყვი, რომ იმდენად გვერდში დაიყენა და მოკავშირედ გაიხადა კორონავირუსი “ქართულმა ოცნებამ”, რომ კორონავირუსმაც სიყვარულით უპასუხა და “ქართული ოცნების” ოფისიდან დაიწყო პოლიტიკურ სპექტრში დაინფიცირება”,- განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა