პროკურორის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად, 5 პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის ინფორმაციით, შაქარაშვილის ჩანთის შუალედური ექსპერტიზის შედეგად ხუთი პირის დნმ გამოვლინდა, რომელთაგან 3 ცნობილია და გიორგი შაქარაშვილს, ჩანთის მფლობელს და სავარაუდოდ, შაქარაშვილის ნათესავს ეკუთვნის.

პროკურორის განცხადებით, ჩანთაზე ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, თუმცა ჩანთაზე მათი დნმ პროფილი არ ამოსულა.

,,დასკვნა მოვიდა ორი კვირის წინ, ეს არის შუალედური დასკვნა. ექსპერტიზის შედეგად, უშუალოდ ჩანთაზე, რომელიც ეკუთვნოდა გიორგი შაქარაშვილს და აღმოჩენილია მდინარე არაგვის ნაპირზე, ამოსული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც თავდამსხმელების, ასევე მკვლელობაში ბრალდებულებისა და იმ პირების ბიოლოგიურ მასალასთან, რომლებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, საუბარია ე.წ საბურთალოელებზე. თუმცა მათი დნმ პროფილი არ ამოსულა ჩანთაზე, ჩანთაზე ამოვიდა გიორგი შაქარაშვილის დნმ პროფილი და იმ პიროვნების დნმ, რომელსაც ეკუთვნოდა ჩანთა. დასკვნაში მითითებულია, რომ ერთ-ერთი პროფილი შესაძლოა ეკუთვნოდეს გიორგი შაქარაშვილის ნათესავს და ამ კუთხითაც მიმდინარეობს კვლევა”, - აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვინმეს დნმ ჩანთაზე არ ამოვიდა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნებები შემხებლობაში არ არიან შაქარაშვილთან.

,,კვლევა ასევე მიმდინარეობს ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახით შემხებლობა ჰქონოდათ ჩანთასთან. ამ დროისთვის ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილია ასზე მეტი დნმ პროფილი და ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევა. თავიდან ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას, თუ ვინმეს დნმ-ი არ ამოვიდა ჩანთაზე ეს არ ნიშნავს, რომ ის შემხებლობაში არაა შაქარაშვილთან. დაიკითხება შესაბამისი ექსპერტი, რომელიც ახსნის რა შემთხვევაში რჩება დნმ-ის პროფილი ან რა შემთხვევაში იშლება ჩანთიდან ან რაიმე ნივთიდან. რაც შეეხება მაშველებს ან პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც შეხება შესაძლოა ჰქონოდათ შაქარაშვილთან, მიმდინარეობს ექსპერტიზა”, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ჩანთა არაგვის ხიდის სვეტზე გამოძიებამ 19 ივნისის საღამოს, გიორგი შაქარაშვილის მეგობარ, გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩატარებისას აღმოაჩინა.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს