სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესასებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება.

სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, ქალაქ არმავირში მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.

„არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,“- განაცხადა ჰარუთინიანმა.

მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

იხილეთ ვიდეო: სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა