„ვილა მთაში“ დამსვენებლებს ოთხივე სეზონზე დასვენებას სთავაზობს

„ვილა მთაში“ დამსვენებლებს დასვენებას ოთხივე სეზონზე სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

„არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელ დროს და როგორ თავგადასავალს ეძებთ, „ვილა მთაში“ ყოველთვის გელით ბაკურიანში და ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ.

სასტუმრო 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, კოტეჯები 4 წლის წინ აშენდა კომპანია „სტრადიქს ფროფერდიზის“ მიერ. თავიდანვე „ვილა მთაში“ გათვლილი იყო მაღალსეგმენტიან უცხოელ დამსვენებლებზე.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ წელს პანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და უფრო ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება მოუწიათ.

თუმცა, მისივე თქმით, ამის მიუხედავად, სასტუმროს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. თიბისის მხარდაჭერით კი, „ვილა მთაში“ კოტეჯების გარე ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოწესრიგებას გეგმავს და ზამთრის სეზონისთვის მოემზადება.

„სასტუმროს 80-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ვაპირებთ, რომ კოტეჯების ეზო უფრო მოვაწესრიგოთ, რათა მეტი კომფორტი შევთავაზოთ დამსვენებელს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოტეჯები არ გავაჩეროთ, ამიტომ მოგვიწია ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. ზამთრის სეზონისთვის, ვაპირებთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას”, - ამბობს ზაზა ზედგენიძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს