პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავარიის ფაქტზე პატრულ ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქ. თბილისში, ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პატრულ ინსპექტორს ი.ც.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ბერიტაშვილის ქუჩაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა ი.ც.-მ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა და მისი მართვის ქვეშ მყოფი საპატრულო პოლიციის ავტომანქანით, საავტომობილო გზაზე ქვეითად მოსიარულეს, 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანების გამო მ.გ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ი.ც. 31 აგვისტოს დააკავეს. 01 სექტემბერს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო