კელი დეგნანი - „ღირსეული პარტნიორი" მართლაც მნიშვნელოვანი წვრთნაა, რაც ხელს უწყობს კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერებას

„ღირსეული პარტნიორი" მართლაც მნიშვნელოვანი წვრთნაა, რაც ხელს უწყობს კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერებას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს ვაზიანში განუცხადა, სადაც „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიხსნა.

დიპლომატის განმარტებით, წვრთნების დაწყებამდე მონაწილეებთან მიმართებით „კოვიდ 19“-ის პრევენციისთვის მკაცრი ზომები გატარდა.

„მართლაც ძალიან წარმატებული სავარჯიშო ვიხილეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობისთვის. კარგად ვიხილეთ ის თანამშრომლობა და კოორდინაცია, რაც არსებობს საქართველოს ძალებს, აშშ-ს ძალებსა და ნატო-ს მოკავშირეებს შორის: ბრიტანეთი, პოლონეთი, თუ სხვა ქვეყნები. „ღირსეული პარტნიორი" მართლაც მნიშვნელოვანი წვრთნაა, რაც ხელს უწყობს ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერებას. სანამ წვრთნა დაიწყებოდა, ძალიან მკაცრი და მნიშვნელოვანი ზომები გატარდა იმისთვის, რომ თითოეული მონაწილის უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო. განსაკუთრებით „კოვიდ 19“-ით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით. მათ ჩაუტარდათ ტესტები, პასუხები უარყოფითი იყო. შესაბამისად, კვლავ გაკეთდება ყველაფერი, მივიღებთ ყველა ზომას იმისათვის, რომ თითოეული მონაწილის უსაფრთხოება იყოს დაცული. მართლაც არაჩვეულებრივი დღე და ამაღელვებელი წვრთნა იყო. მან კარგად წარმოაჩინა ის უერთიერთავსებადობა და კოორდინაცია, რაც არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფის მიერ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. აშშ-ს ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და 1-ლი ესკადრონის ორი ასეული ზომის ქვედანაყოფის მიერ პირველ რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა გაიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო