დავით ბაქრაძემ ინიციატივა - ვალდებულების ბარათი წარადგინა, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველო“ დაპირებების გაცემის ნაცვლად, ვალდებულებებს იღებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ინიციატივა - ვალდებულების ბარათი წარადგინა, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველო“ დაპირებების გაცემის ნაცვლად, ვალდებულებებს იღებს.

როგორც ბაქრაძემ ფოთში, ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ბარათში გაწერილია კონკრეტული ჩამონათვალი, რა ვალდებულებებსაც პარტია ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე იღებს.

„ჩვენ არ ვიძლევით დაპირებებს, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომლის შესრულებაზეც თითოეული ჩვენგანი, ჩვენი გუნდის ლიდერები პასუხს ვაგებთ პირადად. წარმოგიდგენთ ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, ვალდებულების ბარათს, სადაც იქნება კონკრეტული ჩამონათვალი იმისა, რა ვალდებულებას იღებს ჩვენი გუნდი ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინაშე. რა ვალდებულებას ვიღებთ იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები, რომ ოჯახებს დარჩეთ მეტი თანხა, რომ ქვეყანაში დავამარცხოთ სიღარიბე და უიმედობა, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს იქნება ვალდებულებების ბარათი და არა დაპირებების. ვალდებულებების, რომლის შესრულებაზეც პასუხს ვაგებთ და რომელსაც აუცილებლად ერთად შევასრულებთ იმის შემდეგ, რაც არჩევნებზე გავიმარჯვებთ. ეს ქვეყანას მოუტანს სწორედ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელსაც ყველა ელოდება“,- განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც ის აღნიშნავს, „ევროპულ საქართველოს“ ასევე ექნება ხელშეკრულება საქართველოს მოქალაქეებთან, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ვალდებულებების შესრულების ვადები.

„წარმოგიდგენთ ასევე ხელშეკრულებას ჩვენს ხალხთან, ამომრჩეველთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც შესაძლოა, ხმა არ მოგვცეს, მაგრამ უკეთესობა სჭირდება ყველას.

ამიტომ წარმოგიდგენთ ხელშეკრულებას საქართველოსთან, რომელიც მიხედვითაც კონკრეტულად გაწერილი იქნება კონკრეტულ ვადაში შესასრულებელი ვალდებულებები, რას გააკეთებს „ევროპული საქართველო“ ხალხისთვის და ქვეყნისთვის და თითოეულ ამ წინადადებეზე, ვალდებულებაზე პასუხს ვაგებთ და აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვფართხალებთ, ვაქტიურობთ,  მაგრამ პოლიტიკური მატარებელი როგორც მუშტაიდის ბაღში, წრეზე დარბის
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა
ფესტივალი „მუსიკა შენს ფანჯრებთან“ ერთი დღით „თბილისი მარიოტის" ღია ეზოში ბრუნდება
ჯანდაცვის ასი ექსპერტი WHO-ს მიმართავს
„სინერჯი” „აიტექნიკსის“ პარტნიორი-მეწილე გახდა
"ტერაბანკი" ბიზნესს მრავალფეროვან სატარიფო პაკეტებს სთავაზობს