ირაკლი ღარიბაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ აშშ და ნატო-ს წევრი ქვეყნები ჩვენს მხარეს დგანან

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან გაგვაჩნია, სამხედროებთან ერთად და რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიცადა. რაც მთავარია, ჩვენ უნიკალური ნდობა გვაქვს. წლევანდელი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ურთიერთობას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე განუცხადა, სადაც „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა.

მინისტრის თქმით, სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ოფიციალურად 7 სექტემბერს იწყება, დღეს კი სიმბოლური გახსნა იყო და 200 ამერიკელი ჯარისკაცის დესანტირება განხორციელდა.

„ამისთვის მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - აშშ-ს. გახსნას ქალბატონი ელჩი ესწრებოდა, ასევე ნატო-ს სახმელეთო ძალების გენერალი კლუტიე, რომელიც სწორედ ამ დღისთვის ჩამოვიდა, ასევე მინდა მას მადლობა გადავუხადო. წელს, ჩვენ გვექნება საკმაოდ შთამბეჭდავი, მასშტაბური სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც მონაწილეობს 2 700-მდე სამხედრო მოსამსახურე ქართველების, ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების და პოლონელების მონაწილეობით. მათ შორის, ყველაზე მეტი რაოდენობის ამერიკელი და ჩვენი სამხედროები იქნებიან. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო ის შესანიშნავი პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ამერიკელ პარტნიორებთან, სამხედროებთან ერთად და რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიცადა. რაც მთავარია, ჩვენ უნიკალური ნდობა გვაქვს. წლევანდელი სწავლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სწორედ ამ ურთიერთობას. სხვა მნიშვნელოვანი სიურპრიზებიც იქნება ამ სწავლების ფარგლებში, რომლსაც ვერ დავაანონსებ, მაგრამ გპირდებით, რომ ყველა კმაყოფილი ვიქნებით, ვინაიდან, ეს ემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე არსებული სტრატეგიული ურთიერთობის გამყარებასა და გაძლიერებას. მიუხედავად "კოვიდ19"-ისგან გამომდინარე სირთულეებისა ჩვენ მაინც მოვახერხეთ, რომ ეს სწავლება მკაცრი რეგულაციების დაცვით ჩატარებულიყო. „ღირსეული პარტნიორის“ დღევანდელი სწავლება უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი სამხედროებისთვის, უფრო მეტი თავსებადობის გაზრდისთვის და კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ აშშ, ნატო-ს წევრი ქვეყნები დგანან ჩვენს მხარეს. მხარს უჭერენ ჩვენს მისწრაფებას, რომ გავხდეთ ნატო-ს სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ოფიციალურ გახსნამდე, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფის მიერ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა. აშშ-ს ევროპული სარდლობისა და საჰაერო ძალების ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის, 91-ე საკავალერიო პოლკისა და 1-ლი ესკადრონის ორი ასეული ზომის ქვედანაყოფის მიერ პირველ რეგიონში სწრაფი რეაგირების ძალების გადმოსროლის წვრთნა გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო