დავით ბაქრაძე - ჩვენ არ ვართ რუსეთის უკანა ეზოზე მიბმული ერი, ჩვენ ვართ უმდიდრესი ისტორიის მქონე ევროპული ქვეყანა, ჩვენი ვალდებულებაა საქართველო დავუბრუნოთ ევროპას

ჩვენ არ ვართ სადღაც რუსეთის უკანა ეზოზე მიბმული ერი, ჩვენ ვართ უმდიდრესი ისტორიის მქონე ევროპული ქვეყანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ, პარტიის ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახდეს კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისა და უკეთესი მომავლისკენ მიმართულ გზაზე.

„ჩვენ ვართ ევროპული და ღირსეული ერი, ჩვენ არ ვართ სადღაც რუსეთის პერიფერიაში მცხოვრები ერი, ჩვენ არ ვართ სადღაც რუსეთის უკანა ეზოზე მიბმული ერი, ჩვენ ვართ უმდიდრესი ისტორიის მქონე ევროპული ქვეყანა, ევროპელი ხალხი და ჩვენი ვალდებულებაა საქართველო დავუბრუნოთ ევროპას ერთხელ და სამუდამოდ. ამიტომ მეგობრებო, ყველა ამ გარდამტეხ ცვლილებას სჭირდება სწორი გზა და სწორი ორიენტაციები. ჩვენ სწორედ აქ ვხედავთ ჩვენს როლს და ადგილს, როგორც პარტია და როგორც „ევროპული საქართველო“. ქვეყანას სჭირდება სწორ გზაზე დადგომა, სწორ გზას სჭირდება სწორი გუნდი, ხედვა და ის კომპასი, რომელიც თითოეულ თქვენგანს დაგეხმარებათ დაინახოთ, საით მივდივართ და რა არის წინ. ეს არის ჩვენი ამოცანა, ვიყოთ თქვენს ხელში, ჩვენი ქვეყნის ხელში, კომპასი უკეთესი მომავლისთვის და გარდამტეხი ცვლილებებისთვის. ასე მივდივართ ამ არჩევნებზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე ამ გეგმით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო