ანა დოლიძე - „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან  შერჩევითი დამოკიდებულება გრძელდება

„პატრიოტთა ალიანსთან“ და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გრძელდება შერჩევითი დამოკიდებულება, - ასე შეაფასა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადება.

დოლიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

„ჩემი კონკურენტი დიდუბე-ჩუღურეთში გია ვოლსკი აჟღერებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს ჩვენი საზოგადოებისადმი, ანუ ორმაგი სტანდარტი, სადაც გარკვეული "კლასტერები" სრული პრივილეგიით სარგებლობენ. „პატრიოტთა ალიანსთან“ და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით ვლინდება ისევ და ისევ ის ორი „კლასტერი“, რომელიც ჰყავს ხელისუფლებას. ხელისუფლებას შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანებს თუნდაც ერთი ლარის გამო დაუბლოკოს ანგარიში, დაუყადაღოს ქონება და მთლიანად გაუჩეროს ცხოვრება. მაგრამ, როდესაც პრივილეგირებულ ჯგუფებს ეხება საქმე, ამ შემთხვევაში „პატრიოტთა ალიანსს“, მისი ფინანსური სურათი და ბრუნვა მმართველ გუნდს არ აინტერესებს. შესაბამისად, გრძელდება შერჩევითი დამოკიდებულება ამ ორი ჯგუფის მიმართ, ეს იქნება ბიზნეს ჯგუფი თუ პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას ანა დოლიძის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა