საფრანგეთის პრეზიდენტმა ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული ტერიტორია მოინახულა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ბეირუთში, 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად განადგურებული ტერიტორია მოინახულა.

როგორც მან დანგრეულ პორტში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო 6 კვირა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ლიბანის მომავლისთვის. აქვე მან აღნიშნა, რომ ქვეყანა საბანკო სისტემის კრიზისს განიცდის, ამიტომ ზუსტი მონაცემების ცოდნაა საჭირო.

„ლიბანის ცენტრალური ბანკი, საბანკო სისტემა კრიზისშია. როგორც ჩანს, ბევრი თანხა იქნა გატანილი. დღეს ყველაფერი დაბლოკილია და ლიბანი ვეღარ აფინანსებს საკუთარ თავს, ამიტომ საჭიროა აუდიტი, სავარაუდოდ, თანხები სხვაგან გადამისამართდა. ასე რომ, ჩვენ რიცხვების შესახებ სიმართლის ცოდნა გვჭირდება და შემდეგ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი ქმედებები“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისივე განმარტებით, ის მზად არის ოქტომბრის შუა რიცხვებში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს თემაზე, თუ როგორ დაეხმარონ ლიბანს.

ცნობისთვის, აფეთქების შემდეგ ემანუელ მაკრონი ლიბანში მეორედ ჩავიდა.

იხილეთ ვიდეო:საფრანგეთის პრეზიდენტმა ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული ტერიტორია მოინახულა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო