ჩინეთი აპირებს მომავალ 10 წელიწადში ბირთვული ქობინების მარაგები გაიორმაგოს, მათ შორის ისეთი არსენალის, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების გადასატანად არის განკუთვნილი და რაც შეიძლება შეერთებულ შტატებსაც მისწვდეს, - „ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია „ჩინეთის სამხედრო ძალის შესახებ“ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც კონგრესისთვის არის განკუთვნილი.
„ჩინეთის ბირთვული ძალები მნიშვნელოვნად განვითარდება მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, რამდენადაც ის მოდერნიზაციას ახდენს და ზრდის საკუთარი საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ბაზირების ბირთვული მიწოდების პლატფორმების რიცხვს. დაგეგმილია, რომ მომავალ ათწლეულში ჩინეთის ბირთვული ქობინების მარაგი, რომელიც ამჟამად 200-ზე ნაკლებია, მინიმუმ გაორმაგდება“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ბირთვული ძალების მოდერნიზაცია და გაფართოება პეკინის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რათა მსოფლიო ასპარეზზე მტკიცე პოზიცია მოიპოვოს და 2049 წლისთვის გაუთანაბრდეს, ან გაუსწროს აშშ-ის, როგორც დომინანტმა ძალამ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.
იხილეთ ვიდეო:პენტაგონის ინფორმაციით, მომავალ ათწლეულში ჩინეთი ბირთვული არსენალის გაორმაგებას აპირებს