ბრაზილიაში კორონავირუსის 42 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 215 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 42 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 950 931-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 1 215 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 122 596-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის ეკონომიკამ რეცესია განიცადა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ისტორიულად, 9.7%-ით, შემცირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა