დავით ჭიჭინაძე - ხან ჩამოდის, ხან მოცურავს, რეალურად კი, სააკაშვილი ივანიშვილის გადამრჩენელია

ეკონომიკაზე წარმოდგენა არ აქვთ, ძალოვან მინისტრებზე თავად ამბობენ უარს და მარტო ხეების დარგვა თუ უნდათ, ამ ქვეყანაში, მაგისთვის ხელისუფლებაში მოსვლა არ არის საჭირო. გამოგზავნოს ხეები უკრაინიდან და მოაწყოს შაბათობები, მაინც სულ ლენინურად ცხოვრობდა, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭნაძემ განაცხადა.

ის მიხეილ სააკაშვილს „ოცნების“ გადარჩენის ტალკვესს უწოდებს.

„ხან ჩამოდის, ხან მოცურავს, რეალურად კი, სააკაშვილი ივანიშვილის გადამრჩენელია. ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება, რომ „ნაციონალებში“ ბევრი ახალი ტიპის ლიდერია, რომლებიც ცვლილებას ცდილობენ და ვისაც დღეს თვითონ მიშა ვერ ეგუება, რადგან პირად ხიფათად აღიქვამს. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მოლაპარაკება ოქრიაშვილების, ხაბულიანების, ჩოჩელების შესაძლო უკან დაბრუნებაზე - ადამიანები, ვინც სწორედ „ნაციონალების“ დროს გამდიდრდნენ ყველაზე მეტად და ვინც ადრე მათ აფინანსებდა. ბიძინა ივანიშვილმაც, თავის მხრივ, კობახიძეებს და პორტირებულ „ნაცებს“ გადააყოლა მთელი „ქართული ოცნება“ და ქვეყანა...იმდენად, რომ დღეს სიასაც კი ვერ ასახელებენ, ეშინიათ და იმიტომ! არც ერთიანი იდეოლოგია გააჩნიათ, სამაგიეროდ, ჰყავთ ნაყიდი სახელები და გვარები, ვისაც დღეს უბრალოდ ვერ ( არ) ენდობიან და შესაბამისად მაქსიმალურად წელავენ დროს. „ოცნების“ დღევანდელი მოლაპარაკე თავები და ლიდერები კი, 2012 წელში და მანამდეც, ნაწილი „ნაციონალებში“ იყო, ნაწილი მოსკოვში და ესეც ფაქტია“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა