იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდირებით, ამ დროისთვის 90 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხია გაცემული

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, მთავრობის მხრიდან იპოთეკურ სესხზე 4 %-იანი სუბსიდირებით ჯამში 90 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხი უკვე გაიცა.

როგორც ალექსანდრე ძნელაძემ „ინტერპრესნიუსს“ პროგრამის მიმდინარეობის შესახებ განუცხადა, 16 აგვისტოს მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 1 000-მდე იპოთეკური სესხია გაცემული და აღნიშნული პროგრამით სარგებლობაზე მოთხოვნა ამ ეტაპზეც მაღალია.

„აქტივობა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ივლისი და აგვისტო საკმაოდ აქტიური იყო. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უკვე 1 000-მდე სესხია გაცემული და გაცემული სესხების ჯამური მოცულობა 90 მილიონ ლარამდეა. მოთხოვნა მიმდინარე ეტაპზეც საკმაოდ მაღალია“,-განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია, 28 მაისს წარადგინა. შესაბამისი დადგენილება კი მთავრობამ 25 ივნისს მიიღო.

პროგრამის ფარგლებში სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამასთან, სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა