სომხეთში, ბოლო დღე - ღამეში, კორონავირუსის 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 44 075- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე - ღამეში ქვეყანაში „კოვიდ 19“ -ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 884 -ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 38 631 პაციენტი გამოჯანმრთელდა.