4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, "ქარვასლაში" სასკოლო ბაზრობა გაიმართება

4 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე სავაჭრო და ბიზნესცენტრ "ქარვასლაში" (ც. დადიანის #7) სასკოლო ბაზრობა გაიმართება. სასკოლო ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე გამომცემლობა "პალიტრა L" 70%-მდე ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი.

"ყოველთვის ვცდილობთ, რომ წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს. სიამოვნებით ვერთვებით სავაჭრო- და ბიზნესცენტრ "ქარვასლას" ღონისძიებაში. სკოლა იწყება და ამისთვის მშობლები და ბავშვები განსაკუთრებულად ემზადებიან. სასკოლო ბაზრობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროდუქცია კი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, მათ მომზადების პროცესს გაუმარტივებს და სასწავლო წელიც უფრო ხალისიანი და პროდუქტიული იქნება", - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შეეძლებათ სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ საკანცელარიო ნივთები, ჩანთა, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ასევე, ბავშვებისთვის მოეწყობა სხვადასხვა გასართობი პროგრამა და აქტივობა.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გაეცანით გამომცემლობა "პალიტრა L-ის" კატალოგს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა: https://rb.gy/jzgumw

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1248964552162579/

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა