ამირან გამყრელიძე - მიკრო ეპიდაფეთქება მოხდა, ძირითადად დაინფცირებული არიან „დონას“ თანამშრომლები, ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, რამდენად გავიდა ინფექცია საკონდიტროს  გარეთ

რადგან ჩვენ გაცილებით უკეთ გამოვიყურებით რეგიონში, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ამაზე მიუთითებს დღევანდელი შემთხვევების რაოდენობაც“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, „დონას“ კლასტერში ძირითადად არიან ამავე საკონდიტროს თანამშრომლები.

„დღევანდელი 38 შემთხვევიდან 22 არის ე.წ „დონას კლასტერიდან“, სადაც მოხდა მიკრო ეპიდაფეთქება, დაინფიცირებული არიან ძირითადად თანამშრომლები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რამდენად გავიდა ინფექცია „დონას“ გარეთ. გუშინ საღამოს გამოცხადდა, რომ ვინც ბოლო დღეებში იყო ამ კაფეში, მისულიყვნენ კარვებში და ჩაეტარებინათ ტესტირება, 600-მდე ტესტია აღებული და მათი პასუხები გვექნება დღეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, 7 - დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 - შემოტანილი შემთხვევა, საიდანაც 2 პაციენტი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო