რომან გოცირიძე - არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა, სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ

არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა. სამი დღით ჩასვით ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ, სადაც არის საჭირო, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას უტარებს ტესტს, რომელ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, მათ მიერ ინიცირებულს თუ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეტანილს.

„ქართული ოცნების" მიერ შემოტანილი კანონპროექტი გვეუბნება, რომ მოდით, ჩვენი მოძალადე „ზონდერები“ და არჩევნების გამყალბებლები დავსაჯოთ 3 -წლიანი პატიმრობით, ნაცვლად 2 წლისა. არ გვინდა ბატონო სამწლიანი პატიმრობა. სამი დღით ჩასვით სადაც არის საჭირო, ის ადამიანები, რომლებიც ამომრჩევლებზე წლების განმავლობაში ძალადობდნენ. ეწეოდნენ მოსყიდვას, დაშინებას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. თურმე ახლა გაახსენდათ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსავალი სამწლიანი პატიმრობა ყოფილა. ეს არის წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კანონპროექტი. ნამდვილი კანონპროექტი შემოვიტანეთ ჩვენ. ჩვენ ფაქტობრივად ვუტარებთ ხელისუფლებას ტესტს, მათი არაფრისმომცემი კანონი უნდა იყოს გატანილი პარლამენტში თუ ის კანონპროექტი, რომელიც რეალურად აუმჯობესებს საარჩევნო კოდექსს და რომელიც რეალურად აწესებს დამრღვევების მიმართ ადეკვატურ სანქციებს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" კანონპროექტს არ დავუჭერთ მხარს. თუმცა დავუჭერთ მხარს ეკა ბესელიას კანონპროექტს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო