ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის 15 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით, 15 ინფიცირებული პაციენტია, რომელთა წყარო ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.

„დაახლოებით, 15-მდე გვაქვს დღეისთვის დაავადებათა შემთხვევები, სადაც წყაროზე ჯერჯერობით გასული არ ვართ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი ჯამში 140-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლს დაუდასტურდა.

„დაახლოებით 140-მდე სატვირთოს მძღოლია ინფიცირებული, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა. დღიურად შემოდის, დაახლოებით, 500-მდე სატვირთო ავტომობილი ქვეყანაში, რომელსაც სურსათ-სანოვაგე შემოაქვს და გააქვს ქვეყნიდან. კარგად მუშაობს საზღვრებზე მათი სწრაფი ტესტირების მექანიზმი და ვინც ოდნავ საეჭვოა, ისინი გადადიან შემდგომ PCR ტესტირებისთვის კარანტინში და ამით ჩვენ აღვკვეთეთ ვირუსის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის 15 პირის კორონავირუსით ინფიცირების წყარო უცნობია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო