გია ვოლსკი - კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიოს მოედო და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია იგი სათავისოდ გამოიყენოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლება, რომელიც კორონავირუსის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, პანდემიურ ვითარებას თავის სასარგებლოდ ვერ გამოიყენებს.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს შეუძლიათ, რომ შექმნილი მდგომარეობა პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად გამოიყენონ.

„კორონავირუსის ძალიან მძიმე ეპიდემია მსოფლიოს მოედო და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია იგი სათავისოდ გამოიყენოს, მითუმეტეს ხელისუფლებას, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ეკონომიკური პრობლემების გამო. თუ ვინმეს შეუძლია ეს გამოიყენოს, ეს არის ყოველგვარ ზომიერებას გადამცდარი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ, ამ უბედურების ხარჯზე რაიმე დივიდენდი მიიღონ და რაიმე პოლიტიკური ქულა ჩაიწერონ. ეს უტიფრობა არის სამარცხვინო. მეორე მხრივ, გაცილებით მეტი მართებს ყველა ჩვენგანს და საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობაა საჭირო გარდა იმისა, რასაც ხელისუფლება აკეთებს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო