განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა სკოლაში იარონ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში და დაესწრონ საგაკვეთილო პროცესს.

მისივე განცხადებით, სკოლას აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, შაბათი დღე გამოიყენოს სასწავლო დღედ.

„მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევა შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყების დრო განსაზღვროს უშუალოდ სკოლამ და ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, რომ ცვლების მიხედვით დააორგანიზოს სასწავლო დღე. ასევე რეკომენდაციაა, რომ სკოლას თუ დასჭირდება გამოყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს