ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - უნდა ისაუბროთ იმაზე, როგორ დაგვიცავთ სუს-ის, შსს-ს თვალთვალისგან, ჩხარტიშვილის არალეგალური ფულისგან პოლიტიკაში

აქ უნდა ისაუბროთ თქვენ როგორ დაგვიცავთ ჩვენ სუს-ის თვალთვალისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალთვალისგან... როგორ დაგვიცავთ ჩვენ მაგალითად, უდესიანის ყოფილი „ზონდერებისგან“, რომლებიც უცებ აღმოჩნდნენ თქვენს განკარგულებაში? როგორ დაგვიცავთ ვანო ჩხარტიშვილის არალეგალური ფულისგან ქართულ პოლიტიკაში, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პლენარულ სხომაზე საპარლამენტო უმრავლესობას. სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, უკვე დაფიქსირდა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში თვალთვალის შემთხვევები.

„ძირითადად მოძალადე არის ხელისუფლება, ის ბუნებრივი მოძალადეა, რადგან გააჩნია ლეგიტიმურად ძალადობის უფლება, კანონი ანიჭებს მას ამის უფლებას.

მაგალითად, ამის უფლება აქვს ადამიანებს, ვინც იარაღით დადიან კანონიერად, ასევე უწყებებს, რომლებსაც შეუძლიათ აღძრან საქმე, გაათავისუფლონ ადამიანები სამსახურიდან, განახორციელონ თვალთვალი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. გოგა გულორდავა აქ არ არის, მაგრამ იცნობთ, წალენჯიხის სუს-ის წარმომადგენელია, სადაც წავედით, იქ მოგვყვებოდა. ჩვენ ხომ არ გვაქვს რესურსი, იქეთ ვსდიოთ სუს-ის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს? ეს მოდის ხელისუფლებისგან, შესაბამისად, ეს მექანიზმები კი არ არის მნიშვნელოვანი, აქ უნდა ისაუბროთ თქვენ როგორ დაგვიცავთ ჩვენ სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალთვალისგან. როგორ დაიცავთ თქვენ საბურთალოს მოქალაქეებს, რომ მათ არ ურეკონ პოლიციის უფროსებმა, არ ითხოვონ შეხვედრები, არ უგზავნონ პოლიციელები და არ ესაუბრონ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი „ქართულ ოცნებას“. როგორ დაგვიცავთ ჩვენ მაგალითად, უდესიანის ყოფილი ზონდერებისგან, რომლებიც უცებ აღმოჩნდნენ თქვენს განკარგულებაში? გვაინტერესებს როგორ დაგვიცავთ ვანო ჩხარტიშვილის არალეგალური ფულისგან ქართულ პოლიტიკაში. ამ მექანიზმებზე გაგვეცით პასუხი, თორემ ზოგადად რომ რეაგირება მნიშვნელოვანია, ვიცით, მაგრამ როგორ აპირებთ პრაქტიკულად რაც ჩამოვთვალე ამაზე რეაგირებას. წალენჯიხაში რომ ჩავალ, რომ არ მსდიოს ბესო კვარაცხელიამ თავისი შავი მერსედესით, ამას როგორ გააკეთებთ? კი არ მეშინია სუს-ის ვიღაც წარმომადგენლის, მაგრამ 2020 წლის კამპანიაში რომ პარლამენტის სამ წევრს უთვალთვალებენ, წახვალ შეხვედრაზე გამოგყვება, წახვალ წალენჯიხის საკათედრო ტაძარში, გამოგყვება, არ არის ეს სერიოზული. ამისგან როგორ დაიცავთ პრაქტიკულად საარჩევნო პროცესს ეგ გვაინტერესებს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის აღნიშნულ განცხადებას რატი იონათამიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ „მიუღებელია თუ სადმე, ვინმე კანონით განსაზღვრულ ნორმებს სცდება“.

„ხელისუფლება არ უნდა იყოს მოძალადე, ხელისუფლება უნდა იყოს სამართლიანი. მოძალადე დამნაშავეა, გინდა ხელისუფლება იყოს, გინდ სხვა სექტორში. თუ ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი ძალადობს, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

რეაგირებაზე მთავარი პასუხისმგებელი კი, რასაკვირველია, ხელისუფლებაა. ეს არის დემოკრატიის მთავარი არსი და პრინციპიც. ამიტომ თუ მსგავსი ფაქტი სადმე გაჩნდა, სწორედ აქედან გამომდინარეა ეს ინიციატივაც, რომ უფრო მეტად ვიყოთ დაცულები. დღევანდელ პირობებში თუ ვინმე უთვალთვალებს და დასდევენ, გამოაშკარავება ძალიან მარტივია და მზად ვართ რეაგირებისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა