გიორგი კანდელაკი - საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში, არ შეიცვლება

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებში არცერთი პრინციპული რეკომენდაცია არ არის გათვალისწინებული.

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ამისა, საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციაში უნდა გადაინაცვლოს, არ შეიცვლება.

„არცერთი პრინციპული რეკომენდაცია, მაგალითად მობილური ტელეფონების შეტანის აკრძალვის შესახებ, უბნის უშუალო სიახლოვეს კრიმინალური ელემენტების - „ქართული ოცნების” სისხლის და ხორცის, მათი დაშვების აკრძალვა, არ არის გათვალისიწინებული. გათვალისწინებულია მეათასეხარისხოვანი საკითხები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაინც ვერ გადაარჩენს „ოცნებას“, იმიტომ, რომ საზოგადოების ვერდიქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ” უნდა გადაინაცვლოს ოპოზიციაში და ჩაანაცვლოს ევროპულმა კოალიციამ, არის ნათელი და არ შეიცვლება”,- განაცხადა კანდელაკმა.

ამას გარდა, კანდელაკმა პანდემიურ ვითარებაზეც ისუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსს მთავრობა მანიპულაციისთვის იყენებს და ცდილობს, ეს სიტუაცია გამოიყენოს.

„რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა უნდა, ფაქტობრივად ბლოკადა არის გამოცხადებული ემიგრანტებისთვის საქარველოში დაბრუნებაზე“,- განაცხადა კანდელაკმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს