ნიკოლას მადურო - ტრამპმა ჩემი მოკვლის გეგმა დაამტკიცა, მას ეთიკა არ გააჩნია

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ლიკვიდაციის გეგმა დაამტკიცა და აამოქმედა.

„აშშ-მ ჯილდოდ 15 მილიონი დოლარი დააწესა. დონალდ ტრამპმა ჩემი მოკვლა გადაწყვიტა და აამოქმედა. არ ვაჭარბებ. ახლა ჩემს მოსაკლავად ვენესუელაში სნაიპერების ჯგუფის დაქირავებას ცდილობენ. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ასე, მას ეთიკა არ გააჩნია“, - აღნიშნა მადურომ.

26 მარტს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვენესუელის ე.წ. პრეზიდენტს ნიკოლას მადურო და ქვეყნის სხვა მაღალი თანამდებობის პირები ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მადუროს დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო