ლევან დავითაშვილი - მშრომელი გლეხის გრძნობებზე თამაში ამორალურია

მშრომელი გლეხის გრძნობებზე თამაში ამორალურია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რთველის მიმდინარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აგიტატორების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობაში საპროტესტო მუხტის გაღვივება ხდება. მინისტრისვე თქმით, სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, რთველი წარმატებით ჩაივლის და გლეხებს ჩაბარების პრობლემა არ აქვთ.

„თავიდანვე განვსაზღვრეთ ის პირობები, რომ მოსახლეობა დაზღვეული ყოფილიყო მინიმალური რისკებისგან. 80 თეთრიანი პირობა, რომელიც ბაზარზე დავაწესეთ, შესრულებულია. აქტიურად მიმდინარეობს ჩაბარების პროცესი. ნაბიჯები გადადგმული იყო, რომ ქართული კომპანიების მსყიდველობითი უნარი კორონავირუსიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების პირობებში გაზრდილიყო. ასე რომ, დღეს მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ აქვს. რთველი ახლახანს დავიწყეთ, აქტიურ ფაზაში არაა შესული. მოსავალი რეკორდულია. ის სამუშაოები, რომელიც სამინისტრომ გაწია, იმედს გვაძლევს, რომ რთველი ჩაივლის წარმატებით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ დღეს მოსახლეობის გრძნობებზე თამაში პოპულარული გახდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პროცესში. ყოველდღიურად მომდის ინფორმაცია, ე.წ. აგიტატორების თუ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახ-ოჯახ ვიზიტების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას ცრუ მოლოდინებს უქმნიან, ცდილობენ ააბუნტონ, საპროტესტო მუხტი შექმნან. ვფიქრობ, ეს ამორალურია. მშრომელი გლეხის გრძნობებზე თამაში, რომ მეტი მოითხოვეთ და მოგეცემათ და სპეკულაციის შემთხვევაში შეიძლება მეტი მიიღოთ, ეს უსაფუძვლო და მავნებლურია “,- აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა