უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდა მიმდინარეობს

დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამოცდას უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები აბარებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდება.

„დარეგისტრირებული 142 გამოსაცდელიდან ტესტირებაზე 131 აპლიკანტი გამოცხადდა. რეგისტრაცია 10:00 საათზე, ხოლო გამოცდა 11:00 საათზე დაიწყო და 2 საათსა და 30 წუთს გასტანს. უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. ტესტის თითოეულ ნაწილში (წაკითხულის გააზრება, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) გამოსაცდელებს შესასრულებელი აქვთ 15 დავალება. ტესტი 45 არჩევითპასუხებიანი დავალებისაგან შედგება. თითოეულ დავალებას 5 სავარაუდო პასუხი აქვს, რომელთაგან სწორი მხოლოდ ერთია. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით ფასდება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოცდაზე დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ეკა ლეკაშვილი - ხელისუფლებამაც და საზოგადოების ნაწილმა ისწავლა კოვიდ ინფექციასთან თანაცხოვრება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება
„ევრონიუს ჯორჯია“ ქართულენოვანი მაუწყებლობის დაწყებას აღნიშნავს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე
BTU-ს „ინიციატივა 5.0” და უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომელიც საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად
Samsung The Sero - ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს