თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნ მეხსიერების ბარათს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ექსპერტიზა ჩაუტარდება WiFi როუტერსაც.

„ავტომობილში აღმოჩენილია ჯერჯერობით გაურკვეველი „ფლეშკა“, რომელიც არ არის ის მეხსიერების ბარათი, რომელიც თამარს ჰქონდა გასაღებებზე და დღემდე ვეძებთ.

გარდა ამისა, ოჯახიდან წაღებულია გარკვეული ტექნიკა, ეს არის როუტერი და ბევრი ისეთი ნივთი, რომელზეც ჩემი თანდასწრების გარეშე არ ხდება ექსპერტიზა.

ყველა ნივთს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რაც თამარ ბაჩალიაშვილის არის და დავესწრებით “ -განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ამასთან, 31 აგვისტოს, რუსთავის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ექსპერტიზას „ჰიუნდაის" წარმომადგენლები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დამოუკიდებელი ექსპერტები და ექსპერტ-კრიმინალისტები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა