პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა.

კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეს საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება, თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს.ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შენგენის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, ხოლო მოქალაქეს საჭირო დოკუმენტაციები არ აქვს და შენგენის ზონაში შესვლის პირობებს ვერ აკმაყოფილებს, შესაძლოა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი გარემოებებიდან ერთი მაინც არსებობს: თუ საქართველოს მოქალაქეს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსათვის;

თუ საქართველოს მოქალაქე არ წარადგენს: ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ შესაბამის ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისათვის არანაკლებ 3 თვეა;

ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო, ვარგის სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მდებარე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში კანონიერად მცხოვრები მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული სასტუმროს/საცხოვრებელი ადგილის მისამართის შესახებ;

ევროკავშირის ტერიტორიაზე/შენგენის ზონაში მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;

მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამის პირობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს.ცვლილებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს აღნიშნული წესები და პირობები, ამასთან, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე ნათქვამი უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადები და წესები.კანონი, გარდა პირველი მუხლისა, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, ხოლო პირველი მუხლი 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა